კითხვარი ქართულ ენაში (პასუხებით)
1. რას გულისხმობს მეტყველება?
აზრის გამოხატვა გამოხატვა ბგერებისა და სიტყვების მეშვეობით.
2. რით გამოირჩევა ადამიანი სამყაროში მცხოვრებ სხვა ცოცხალ არსებებს შორის?
ადამაანი მეტყველი არსებაა.
3. რას უწოდებენ ცხოველ-ფრინველთა საურთიერთობო ენას?
ადამიანის ენა სიტყვების ენაა, ცხოველ-ფრინველთა ენა კი სიგნალების ენაა.
4. რა განსხვავებაა ადამიანის ენასა და ცხოველ-ფრინველთა „ენას“ შორის?
ადამიანის ენა აზრების ურთერთგაზიარების ემსახურება, სიგნალებ_შეტყობინებას.
5. რა უდევს საფუძვლად ადამიანის ენს გამორჩეულობას?
ბგერების მეშვეობით წარმოიქმნება უამრავი სიტყვა, სიტყვების შეკავშირებით წინადადება, ხოლო წინადადებების მეშვეობით ადამიანი გამოხატავს საკუთარ აზრს.
6. რა არის სიგნალი?
სიგნალი არის ისეთი პირობითი ნიშანი, რომელიც სიტყვის გამოყენების გარეშე გვატყობინებს რაიმეს.
7. რამდენგვარი სიგნალი იცით?
უხმო სიგნალი (შუქნიშანი, ხელის აწევა...) და ხმოვანი სიგნალები (მანქანა მატარებელი, ზარი...)
8. რა არის ჟესტი? მიმიკა?
სახის ნაკვთების მოძრაობას გრძნობების გამოსახატავად მიმიკა ჰქვია, ხოლო კიდურებისა და თავის მოძრაობას გაგებინების მიზნით ჟესტი.
9. რამდენი ენაა მსოფლიოში?
მსოფლიოში 5000 -მდე ენაა.
10. რა საერთო აქვთ ენებს?
საერთო ყველა ენას აქვს ბგერები; ბგერები ქმნიან სიტყვებს, სიტყვები წინადადებებს, წინადადებები აზრებს. ყოველი ენა ასახავს იმ ადამიანთა სამყაროს, რომელთაც ის ეკუთვნის. ყველა ენა უძველეს დროს არის წარმოშობილი. ყოველი ენა ძვირფასია იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ის მშობლიურია.
11. რით განსხვავდებიან ენები ერთმანეთისგან?
ყველა ენას თავისებური ჟღერადობა აქვს. განსხვავებული ბგერები, სიტყვების აგებულება, მეტყველების სიისწრაფე.. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა განსხვავებულია. მრავალრიცხოვან ხალხთა ენებს მსოფლიოში მეტი გავლენა აქვს.
12. რატომ ემუქრება გადაშენება მცირერიცხოვან ხალხთა ენებს?
მცირერიცხოვან ხალხის ენის ასპარეზი დღეს ძალზე შეზღუდულია; ამ ენებს გადაშენების საფრთხე ელმუქრება. ასე მაგალითად შუმერების ნაწერებმა ჩვენამდე მოაღწია , მათ ენაზე კი დღეს არავნ ლაპარაკობს. ასეთ ენებს „მკვდარ ენებს“ ეძახიან.
13. რატომ ზრუნავს მსოფლიო ყველა ენის გადარჩენისათვის?
ყველა ენა კაცობრიობის სიმდიდრეა.
14. რა განასხვავებს და რა აერთიანებს საქართველოს ყველა კუთხეს?
ყველა კუთხეს ქართული ენა აერთიანებს, საერთო სახელი ქართღველი, ქართული ენა ქართველთა დედა ენაა, საეთო სამშობლო საქართველოა.
15. რას ნიშნავს სახელმწიფო ენა?
ქართული ენა ქვეყნის ერთიანობის საფუძველია, რომ ის ერთნაირად ეკუთვნის საქართველოს ყოველ მოქალაქეს და ერთნაირად ევალება მისი მოვლა.
16. რა ადგილი უჭირავს ქართულ ენას მსოფლიო ენათა შორის?
ქართულ ენას თავისი ადგილი უჭირავს მსოფლიო ენათა შორის. ქართულ ენაზე არსებობს დიდი მწერლობა, მეცნიერება, საშუალო და უმაღლესი განათლება... ქართულ ენას სწავლობენ და იკვლევენ როგორც საქართველოში ისე უცხოეთში.
17. როგორი ისტორია აქვს ქართულ დამწერლობას?
ქართული ძველი მწიგნობრული ენაა, ის15 საუკუნეზე მეტს ითვლის. მე-5 საუკუნის ქართული წარწერა პალესტინაშიც კი არის აღმოჩენილი.
18. ქართული ანბანის რომელი ნაირსახეობანი არსებობს?
ქართული ანბანის 3 ნაირსახეოპბა არსებობს: მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული.
19. როგორ ბგერებს ეწოდება სამეტყველო ბგერები?
სამეტყველო ბგერები ისეთი ბგერებია, რომლებითაც სიტყვებს წარმოვთქვამთ და რომლებიც ასოებით იწერება.
20. რა განსხვავებაა ბგერასა და ასოს შორის? რამდენი ბგერა და რამდენი ასოა ქართულში?
ბგერებს გამოვთქვამთ და გვესმის, ასოს ვწერთ და ვხედავთ.
21. არის თუ არა სტვენა სამეტყველო ბგერა?(პასუხი დაასაბუთეთ)
სტვენა სამეტყველო ბგერა არაა. რადგან ისიც მიბაძვაა.
ხანდახან ტექსტში გვხვდება ასოთა ასეთი ჯგუფები: ხა-ხა-ხა, კაკ-კუკ... რას გამოხატავს
22. ისინი და შეიძლება თუ არა მათი მიჩნევა სამეტყველო ბგერად?
ხმები, რომელსაც ბუნენა გამოსცემს, სამეტყველო ბგერები არ არის, ამიტომაც მათი გადმოცემა მხოლოდ მიბაძვით, ჩვენი ბგერებისა და ასოების გამოყენებით შეგვიძლია.
23. რომელი ორგანოებიდან მოემართება წარმოთქმისთვის საჭირო ჰაერის ნაკადი?
ჰაერი ფილტვებიდან მოემართება და პირის ღრუს გამოივლის
24. რომელია ყველაზე აქტიური საწარმოთქმო ორგანო?
ყველაზე აქტიური საწარმოთქმო ორგანო ენაა.
25. რის მიხედვით არქმევენ ბგერას სახელს?
ბგერას იმის მიხედვით არქმევენ სახელს, თუ რომელ ადგილას, რომელი ორგანოებით წარმოითქმის ის.
Комментариев нет:
Отправить комментарий